ქალაქი ეფესო მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.ძვ.წ.VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის კრესეს დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები-დიანას. ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 560 წლისათვის აშენდა.იგი აგებული იყო კირქვითა და მოპირკეთებული იყო მარმარილოთი. ტაძრის სახურავი და ფრონტონი ეყრდნობოდა 20 მეტრი სიმაღლის მარმარილოს 120 კოლონას. ტაძარი შემკული იყო ათასგვარი ორნამენტითა და სკულპტურით. ცენტრში იდგა არტემიდას ქანდაკება. არტემიდას ტაძარი კლასიკური ეპოქის ყველაზე დიდი ნაგებობა იყო.მისი სიგრძე 131, ხოლო სიგანე 79 მეტრს აღწევდა.ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ.წ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა, რომ ამ გზით თავისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო კაცობრიობის ისტორიაში.
babilonis dakiduli bagebi
ბაბილონის დაკიდული ბაღები
ვ.წ. 604-562 წლებში ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ II. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა.მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა. კარიბჭის კოშკები მოპირკეთებული იყო სხვადასხვა ფერის მოჭიქული შორენკეცით. მუქ ლურჯ ფონზე გამოსახული იყო თეთრი და ყვითელი ხარების, დრაკონებისა თუ ოქროსფერფარფლიანი ლომების ფიგურები. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე.წ. დაკიდული ბაღები. ტერასებად აგურდაგებულ თაღებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან მოზიდული ხეები, ბუჩქები და ყვავილები.
aleqsandriis shuqura
ალექსანდრიის შუქურა ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ყველაზე გვიანი ხანის ძეგლია. იგი ააგეს ძვ.წ. III საუკუნეში ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად, კუნძულ ფაროსზე.ეს იყო მსოფლიოში პირველი შუქურა. პირამიდების შემდეგ, ძველ საოცრებათა შორის ალექსანდრიის შუქურამ ყველაზე მეტად გაუძლო დროს. ის თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ფაროსის უბისკენ მიმავალ ხომალდებს.ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დააარსა. იგი იმთავითვე იქცა ხალხმრავალ ნავსადგურად, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ვაჭრები, ხელოსნები და მოგზაურები.
shvidi saocreba
aleqsandriis Suqura
halikarnasis mavzoleumi
babilonis dakiduli bagebi
rodosis kolosi
zevsis qandakeba
efesos tadzari
xeopsis piramida
xeopsis piramida
ხეოფსის პირამიდა
ხეოფსის პირამიდა
ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა — შვიდი საოცრებიდან ერთერთი, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღეს დღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას.
ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიბტელებმა საოცარი არქიტექტორული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2,300,000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეტესო ნიმუშად.
No comments:
Post a Comment