Monday, June 7, 2010

chems shesaxeb

 mogesalmebit, me var diana petriashvili,  chemi tema shvidi saocrebis shesaxeb carmoadgens momkle istorias saocrebebis shesaxeb. amit msurs davanaxo ufro met adamians is simdidre rac shemogvinaxa gasulma saukuneebma.

egypt map

http://maps.google.com/maps?tab=ml

Sunday, June 6, 2010

shvidi saocreba

http://www.google.ge/imgres?imgurl=http://buildings.iatp.ge/images/artemis.jpg&imgrefurl=http://msofliosshvidisaocreba.blogspot.com/&usg=__bQJCehKHuN04EvXCH9KTOZXRfJ4=&h=315&w=460&sz=11&hl=ka&start=2&um=1&itbs=1&tbnid=dh_onuxntQDG5M:&tbnh=88&tbnw=128&prev=/images%3Fq%3Dshvidi%2Bsaocreba%26um%3D1%26hl%3Dka%26sa%3DX%26tbs%3Disch:1

halikarnasis mavzoleumi

ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ.IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ.წ. 350 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა - სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. XV საუკუნეში წმ.იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ ციხესიმაგრეების ასაშენებლად. სამარხებსაც მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებ სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს.XIX ს-ის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს გათხრები. მათ აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფებისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ორი დიდი ქანდაკება, რომლებიც მიჩნეული იქნა მავსოლესა და არტემისიას სკულპტურებად. მთელი ეს მონაპოვარი ლონდონში გადაიტანეს და ამჟამად დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში
Posted by salome at 9:28 AM

rodosis kolosi

rodosis kolosi

"როდოსში დაიდგა კოლოსი 70 წყრთის სიმაღლისა, რომელიც წარმოადგენდა მზის ქანდაკებას: ღვთის ხატება, ნაცნობი მის შთამომავალთათვის. ხელოვანმა იმდენი ბრინჯაო დახარჯა, რომ გამოიწვია ბრინჯაოს ნაკლებობა ჩამოსასხმელ საამქროებში; ამ ქანდაკების წაქცევა დიდი ზეიმი იქნებოდა რვალითხურათათვის. ხელოვანმა შიგნიდან განამტკიცა ბრინჯაო რკინით და ქვის ოთხკუთხა ბლოკებით, რომელთა დამაკავშირებელი ღეროები ატარებდნენ ნიშნებს უროთი დამუშავებისას, რასაც ალბათ ციკლოპის ძალა უნდა დასჭირვებოდა, ასე რომ დაფარულ ნაწილს უფრო რთული შრომა დასჭირდებოდა ვიდრე ხილულს... მან თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკი გაუკეთა ქანდაკებას და პროპორციულად განალაგა ზეამწევები, რომელთაც დაეყრდნო ღმერთის ქანდაკება 70 წყრთის სიმაღლისა. კვარცხლბეკის სიმაღლე (ტერფების დონე) იმდენად დიდი იყო, რომ აჭარბებდა ყველა არსებულ ქანდაკებას, ასე რომ შესაძლებელი ხდებოდა დანარჩენი ქანდაკებების აზიდვა ზემოთ; წვივები შეივსო სხვა მასალით და ქანდაკება ნაწილ ნაწილ აიტანეს ზემოთ. შენობასავით. მოქანდაკემ თანდათანობით ჩაფლა მიწის ყორღანებში ქანდაკება რითაც დაფარა მისი დასრულებული ნაწილები და შესაძლებელი გახადა დანარჩენი ნაწილების დასრულება მიწის ზემოთ. ასე თანდათანობით განახორციელა მან თავისი ჩანაფიქრი, რომლისათვისაც 500 ტალანტი ბრინჯაო და 300 ტალანტი რკინა დახარჯა. საბოლოოდ მან ჩამოასხა თავისი ღმერთი, რომელიც მართლაც ღვთისწორი გახდა."
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში




ოლიმპია ძველი საბერძნეთის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ ამ ქალაქთან არის დაკავშირებული ძვ.წ. 776 წელს პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარება, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა. თამაშების დროს საომარი მოქმედებებიც კი იგრძალებოდა, რათა შეჯიბრების მონაწილეებს და მაყურებლებს ოლიმპიადაზე მოხვედრა შესძლებოდათ.ძვ.წ.Vს-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის - ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ 435 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან. ზევსს თავზე ედგა ოქროს გვირგვინი, ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. ზევსის ქანდაკება დაახლოებით 800 წლის მანძილზე აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით.1 საუკუნეში რომის პატივმოყვარე იმპერატორმა კალიგულამ განიზრახა, ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების რომში გადატანა. ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად მუშებიც კი გაგზავნა ოლიმპიაში. მაგრამ, თანახმად ლეგენდისა, ქანდაკებას მასთან მისული რომაელები რომ დაუნახავს, ხარხარი დაუწყია, რასაც დამრთრგუნველი ზემოქმედება მოუხდენია რომაელ მუშებზე და ისინი უკანმოუხედავად გაქცეულან.391 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუსმა ოლიმპიური თამაშები აკრძალა, რადგან მიაჩნდა, რომ სპორტული შეჯიბრებები ეწინაღმდეგებოდნენ ქრისტიანულ მორალს და კანონებს, თუმცა, ინტერესი ზევსის ქანდაკებისადმი მაინც დიდი იყო. V საუკუნეში იგი გადაიტანეს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, მაგრამ 462 წელს იმ სასახლეს, სადაც ქანდაკება იდგა, ხანძარი გაუჩნდა, რამაც ეს ხელთუქმნელი ძეგლი დაანგრია. დრამატულად წარიმართა ოლიმპიის ბედიც. VI საუკუნეში აქ მოხდა დიდი მიწისძვრა.ზევსის ტაძარი და სტადიონი ნანგრევებად იქცა. ისინი მიწამ და მტვერმა დაფარა. ჩვენს დროში არქეოლოგებმა მიაკვლიეს ზევსის ტაძრის ნაშთებს, რომელიც მხოლოდ სრდილიღაა თავისი პირვანდელი დიდებისა.

Friday, June 4, 2010

temis mokle mimoxilva

საოცრება    თარიღი    მშენებელი    დაინგრა    მიზეზი

ხეოფსის პირამიდა    ძვ. წ. 2550    ეგვიპტელები    დღემდე დგას    

ბაბილონის დაკიდული ბაღები    ძვ. წ. 600    ბაბილონელები    ძვ. წ. 1 საუკუნე    მიწისძვრა

ეფესოს ტაძარი    ძვ. წ. 550    ლიდიელები, ბერძნები    ძვ. წ. 356    ხანძარი

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში    ძვ. წ. 435    ბერძნები    მე-5-6 საუკუნეები    ხანძარი

ჰალიკარნასის მავზოლეუმი    ძვ. წ. 351    ქარიელები, ბერძნები    1494    მიწისძვრა

როდოსის კოლოსი    ძვ. წ. 292-280    ჰელენისტური საბერძნეთი    ძვ. წ. 224    მიწისძვრა

ალექსანდრიის შუქურა    ძვ. წ. III საუკუნე    ჰელენისტური ეგვიპტე    1303-1480    მიწისძვრ